Key Management Solutions | KMSGeorgia

English (United Kingdom) Georgian (Georgia)

 

დასაქმება ყატარში  KMS Georgia-ს მეშვეობით

 

დასაქმება ყატარში KKMS-მეშვეობით

ეს არის ორწლიანი სამუშაო კონტრაქტით ყატარში, ქ.დოჰაში 5 ვარსკლავიან სასტუმროში დასაქმება.  სამუშაო კვირა შეადგენს 6 დღეს, 48 saaTs. მუშაობა არის ცვლებში განრიგის მიხედვით.

 

ძირითად მოთხოვნაა მომსახურების სფეროს შემდეგ პოზიციებზე:

Þ      მიმტანი

Þ      ბარმენი

Þ      მზარეული

Þ      გამაჯანსაღებელი ცენტრის თანამშრომელი

Þ      საცურაო აუზის თანამშრომელი

Þ      მასაჟისტი

Þ      რეცეფციის თანამშრომელი

Þ      დამლაგებელი

ძირითადი მოთხოვნები:

Þ      ასაკი: 20– დან 32 წლამდე (ხელმძვენელ პოზიციებზე 37 წლამდე);

Þ       saSualo ინგლისური ენის ცოდნა

Þ      კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი

Þ      საზღვარგარეთის პასპორტი

Þ      სასურველია რომ იყოს მომსახურების სფეროში გამოცდილება

დასაქმების შემთხვევაში დამსაქმბებელი  უზრუნველყოფს:

Þ      ორ წლიანი სამუშაო ვიზა(ვიზის გაგრძელება შესაძლებელია)

Þ      თვითმფრინავის ბილეთი უფასოა თბილისიდან დოჰამდე, აეროპორტში დაგხვდებათ წარმომადგენელი, რომელიც სასტუმროში მიგიყვანთ

Þ      3–ჯერადი კვება, საცხოვრებელი და ტრანსპორტირება სამსახურამდე და უკან უფასოა

Þ      სრულყოფილი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა

Þ      21 დღიანი ფასიანი შვებულება წლის განმავლობაში

Þ      11 სადღესასწაულო დასვენების დღე

Þ      ყატარის კანონი ითველისწინებს დასაქმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ დამატებით სამი კვირის შესაბამისი ანაზღაურების გაცემას თანამშრომელზე, წახასილების სახით.

Þ      ტრეინინგი და შემდგომი კარეირული განვითარება

Þ      თვითმფრინავის ბილეთი უფასოა  დოჰიდან თბილისამდე კონტრაქტის დასრულების შემდეგ

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატი მიიღებს სასტუმროს მიერ გადმაგზავნილ კონტრაქტს. კონტრაქტზე და სამუშაო პოზიციებზე ხელს მოაწერთ თბილისში.

 აუცილებელი საბუთების სია, რომელთა მოპოვების ოფიციალურ საფასურს იხდის დასაქმების  მაძიებელი:

Þ      ბ, ც ჰეპატიტის ანალიზი,

Þ      გულ–მკერდის რენტგენის ანალიზი,

Þ      სისხლის ჯგუფის ანალიზი

Þ      პოლიციიდან ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყატარის საელჩოს მიერ დამოწმებული ინგლისურ და არაბულ ენებზე 

Þ      10 საპასპორტო სურათი ფერად ფონზე ( თეთრი და შავი ფერის გარდა)

Þ      განათლების სერტიფიკატი ინგლისურ ენაზე ან თარგმნილი ინგლისურ ენაზე და და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ.

ყატარში სამუშაოს გაფორმების ღირებულება:

კომპანია დასაქმების მაძიებელისაგან მისი დასაქმებისათვის თანხას (საფასურს) არ იღებს. დასაქმების მაძიებელი კომპანიას გადაუხდის მხოლოდ დოკუმენტების სათანადო წესით მომზადება გადაგზავნისათვის საჭირო თანხას, რაც შეადგენს 354 ლარს დღგ–ს ჩათვლით. აღნიშნული თანხა დასაქმების მაძიებლის მიერ შეტანილი უნდა იქნეს კომპანიის საბანკო ანგარიშზე საქართველოდან გამგზავრებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტით გათვალისწინებულ 2 წელზე ადრე მოგინდებათ უკან დაბრუნება  თქვენ მოგიწევთ ჯარიმის გადახდა, ვინაიდან კომპანია აფინანსებს თქვენ მგზავრობას, თქვენ წასვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს და სამუშაო ვიზას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ CV მეილზე:admin@kmsgeorgia.ge

 

ხშირად დასმული შეკითხვები დოჰაში დასაქმებასთან დაკავშირებით 

 

რა თანამდებობებზე შეიძლება წასვლა სამუშაოდ?

მიმტანი, ბარმენი, მზარეული, , სპა ცენტრის თანამშრომელი, ინჟინერი, კარისკაცი, შიკრიკი, დამლაგებელი და სხვა.

რამდენია სავარაუდო ხელფასი თვეში?

ხელფასები არის დაახლოებით  350-450 დოლარიდან.

ეს ხელფასი იქვითება?

არა, ეს არის ხელზე ასაღები ანაზღაურება.

ზუსტი ხელფასის ოდენობა როდის იქნება განსაზღვრული?

ეს საკითხი გადაწყდება გასაუბრების შემდეგ და კონტრაქტში ზუსტად იქნება მითითებული თქვენი თანამდებობა და ხელფასის ოდენობა. სამუშაო კონტრაქტი ჩამოგივათ თბილისში და თბილისშივე მოაწერთ ხელს.

CV-ის გაგზავნიდან რამდენ ხანში მივიღებ პასუხს?

დაახლოებით 1 თვეში.

რა სამედიცინო შემოწმებაა გასავლელი და როდის?

სამედიცინო შeმოწმებას გაივლით იმ შემთხვევაში თუ გასაუბრებას წარამტებით გაივლით და ჩამოგივათ კონტრაქტი,  აუცილებელია შემდეგი სამედიცინო შeმოწმების პასუხები:

-         ჰეპატიტი: ა, ბ, ც

-          შიდსის ტესტი

-          გულმკერდის რენტგენი

პასუხები უნდა მოიტანოთ ინგლისურ ენაზე.

რა შედის პროგრამაში გარდა დასაქმების ხელშეწყობისა?

  • თვითმფრინავის ბილეთი თბილისიდან დოჰამდე და 2 წლის შემდეგ უკან დოჰადან თბილისში;
  • ცხოვრება სასტუმროს მიერ გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში;
  • ტრანსპორტირება ყოვედღიურად;
  • 3-ჯერადი კვება სასტუმროს კაფეტერიაში
  • სამედიცინო დაზღვევა

რამდენი სამუშაო დღეა კვირაში და რამდენი საათიანი სამუშაო დღეა?

სამუშაო კვირა 6 დღიანია და სამუშაო სათები შეადგენს 8 საათს.

არის თუ არა დამატებითი ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუ 8 საათზე მეტს ვიმუშავებ?

არის, მაგრამ დამატებითი საათები ანაზღაურდება იგივე ტარიფით და არა განსხვავებული ტარიფით.

 

 

 

 




სამსახურის მაძიებელთა საყურადღებოდ!

გსურთ დასაქმდეთ სასტუმრო ბიზნესში თბილისში, რეგიონებში საზღვარგარეთ? დაგვიკავშირდით ტელ: 2-250-567

E-mail: admin@kmsgeorgia.ge

 

უცხოეთში დასაქმების მსურველთა საყურადღებოდ!

გსურთ დასაქმდეთ უცხოეთში 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში?

დაგვიკავშირდით ტელ: 995-32- 2-250-567

E-mail: admin@kmsgeorgia.ge

ტრეინინგის მსურველთა საყურადღებოდ!

გსურთ გაიაროთ ტრეინინგი სასტუმრო ან სარესტორნო სფეროს სხვადასხვა სპეციალობებში სტაჟირების ჩათვლით?

დაგვიკავშირდით ტელ: 995-32-2-250-567

E-mail: admin@kmsgeorgia.ge